პოლიტიკური შეფასება დაკავებაზე

16 ივლ 2022

სოსო გოგაშვილის დაკავებასთან  დაკავშირებით დილიდან კეთდება  პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ,,ქართულმა  ოცნებამ“  გოგაშვილის სახით საფრთხე დაინახა, მათი მხილება დაიწყო და როცა ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა,  მხოლოდ მაშინ დააკავეს.  

მმართველ გუნდში კი აცახდებენ, რომ  იქ სადაც დანაშაულის ნიშნებია ხელისუფლება იქნება შეუვალი.   

სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და საგამოძიებო პროცესებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით ჩატარდა.