ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის

16 ივლ 2022

,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის’’ -  USAID-ისა და იუნისეფის მხარდაჭერით მოხალისეობრივი, საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. 

პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული.   

მიზანია ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობა და მონაწილეობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.