გუდაურში პარაპლანიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

16 ივლ 2022

მსხვერპლით დასრულდა პარაპლანით ფრენა გუდაურში. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

რაც შეეხება მომხდარს არსებული ინფორმაციით, გუდაურში პარაპლანი ხევში ჩამოვარდა.