ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიამ საფრანგეთი დაამარცხა

18 ივლ 2022

თბილისში დასრულდა 18 წლამდელ ფრენბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელმაც ყველა - ხუთივე შეხვედრა წააგო.

ევროპის ჩემპიონის ტიტული კი იტალიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში საფრანგეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.