ევროპაში ანომალური სიცხეებია

19 ივლ 2022

დასავლეთ ევროპაში ანომალური სიცხეები ამ თვეში ათასზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ათასობით მეხანძრე ებრძვის. განადგურებულია  ათასობით ჰექტარი ტყე. 

ესპანეთში 10-დან 17 ივლისამდე სიცხეებმა 360-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 84.

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-დან 13 ივლისამდე სიცხისგან 238 ადამიანი დაიღუპა, 14-დან 17 ივლისამდე კი 421-ზე მეტი.

უახლოეს დღეებში ჰაერის მასების ცხელი ფრონტი ევროპის სხვა ნაწილებშიც გავრცელდება. ამ დღეებში ინგლისში ჰაერი  40 გრადუსამდე გათბება.