პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

20 ივლ 2022

ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს  შეხვდა.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისაუბრეს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ერთობლივ პროექტებსა და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალზე.

ასევე საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას.