დიდ ბრიტანეთში კოვიდაფეთქებაა

20 ივლ 2022

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი  29%-ით გაიზარდა და თითქმის სამნახევარ მილიონს მიაღწია.  ეროვნული სტატისტიკის  სამმართველოს მონაცემებით, ინგლისში ერთი კვირის განმავლობაში  6 ივლისამდე კორონავირუსით 2 მილიონ  873 ათას  600 ადამიანი დაინფიცირდა.  

შოტლანდიაში კოვიდ-19-ის  334 ათასი, უელსში 183 ათას 500 და  ჩრდილოეთ ირლანდიაში 107 ათას 600 კოვიდშემთხვევა  გამოვლინდა. საერთო რეიტინგი აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ყველაზე მაღალია და 29%-ით მეტი, ვიდრე გასულ კვირას.

დიდ ბრიტანეთში  კოვიდშემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი 4.9 მილიონი მარტის ბოლოს დაფიქსირდა .