სპორტსმენების პროტესტი

09 იან 2017

 ბათუმის სასპორტო სკოლის შესანარჩუნებლად  პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.  ვიდრე  ახალი ობიექტი არ აშენდება საინიციატივო ჯგუფის წევრები სასპორტო სკოლის ორი ფლიგელის  შენარჩუნებას  ითხოვენ.  იმავე შენობაში  დარჩენას  მოითხოვს სასპორტო სკოლის პედაგოგთა ნაწილიც, მეორე ნაწილისთვის კი შეთავაზებული  ალტერნატიული ფართი მისაღებია.