მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

გაიზრდება თუ შემცირდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აჭარის მთავრობის კონტროლი, რატომ დაიწუნა ოპოზიციამ ახალი რეგლამეტის პროექტი და როგორია მესამე სექტორის შეფასებები?- ამ თემაზე „კოპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და აჭარის უმაღლესი საჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასამიძე საუბრობენ. „კომპტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნინო ჩხეტია პასუხობს.
„კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი და საზოგადობაში გაყოფილი აზრი.- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ დეკანოზი იოანე გორელიშვილი და ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი პაატა აროშიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ჩაერთო.
აჭარას განახლებული მთავრობა და მთავრობის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. როგორ აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს მესამე სექტორში და როგორია საზოგადოების მოლოდინი?- ამ თემაზე დღეს „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში დემოკრატიული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე ისაუბრებენ. რა პრინციპით შეარჩია აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ გუნდის წევრები და რა არის თორნიკე რიჟვაძისთვის რეგიონში მთავარი გამოწვევა?-ამას „კომპეტენტური პასუხის მეორე ნაწილში მოისმენთ. გადაცემის სტუმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახლავთ.
რუსული პროპაგანდა საქართველოში, ანტიდასავლური განწყობები და სლოგანი „ ძალა ევროპაშია“ -თემაზე საერთასორისო გამჭვირვალობა- საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი საუბრობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში. რა იქნება აჭარის განახლებული მთავრობისთვის პრიორიტეტული - ამ თემაზე გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“აწარის ორგანიზაციის ხელმძრვანელი გია ცინცქილაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობს.
ვინ იქნებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციები გამართა.- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე, ქარტული ოცნებიდან ილია ვერძაძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ოქუაშვილი, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობიდან“ გია ცინცქილაძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში უმაღლესი საბჭოს წევრი ევროპული საქარტველოდან პეტრე ზამბახიძე და მოქალაქე ნანა მეგრელიძე ჩაერთვნენ.
ამოქმედდება თუ არა მიმდინარე სეზონზე ლოჯისტიკური ცენტრები აჭარაში. რატომ გაჭიანურდა ალტერნატიული სარეალიზაციო პუნქტების გახსნა რეგიონში?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ აგროპროექტების მმართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე საუბრობს.
სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 96 084 დარღვევა დაფიქსირდა. რამდენად ასახავს ციფრები სკოლებში შექმნილ რეალობას, რა სტრატეგიას ირჩევს სახელმწიფო ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად და რა ხდება აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?- ამ თემაზე „კომპეტენტრ პასუხში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი საუბრობს. პირდაპირ ეთერში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ჩაერთვნენ.
ბათუმში სამარშრუტო ტაქსის მძროლების პროტესტი, უმუშევრობის საფრთხე და პოლიტიკური განცხადებები - ამ თემაზე ბათუმის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძე პასუხობს . პირდაპირ ეთერში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მწვანე შუქის“ ხელმძღვანელი ნოდარ ფუტკარაძე და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ჩაერთვნენ. „კომპეტენტური პასუხის მეორე ნაწილის სტუმრები ბათუმის საკრებულოს წევრი ზურაბ ნაკაიძე და გაეროს განვითარების პროგრამების“ მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ჩაერთო.
თურქეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები. შეიცვლება თუ არა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკა და ურთიერთობები მოკავშირეებთან? -ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი მანველიძე საუბრობს. პირდაპირ ეთერში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ლევან ცუცქირიძე ჩაერთო.
რა ნიშნით შეირჩა მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე. ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ გაიმართება ვადამდელი საპალამენტო არჩევნები?- თემაზე ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე რაულ თავართქილაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტარიელ მამულაიშვილი საუბრობენ. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პასუხობს.
ვინ აგებს სახიფათო ტურებზე პასუხს და რამდენად არეგულირებს კანონმდებლობა ჯომარდობას- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ გიდი ზურა ბაუჟაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია " ქართული ოცენება- მაჟორიტარების" ხელმძრვანელი ილია ვერძაძე საუბრობდნენ. ასევე გადაცემის მსვლელობისას საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქაცარავას ინტერვიუს მოისმენთ.
გაიზარდოს თუ უნდა შემცირდეს სამინისტროების რიცხვი აჭარაში-ჯერ უცნობია, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ საკითხზე რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მართავს. გავრცელებული ინფოორმაციით, შესაძლოა აჭარაში ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ან კიდევ ეკომიგრანტებისტვის სამინისტროები შეიქმნა „კომპეტენტურ პასუხის პირველ ნაწილში ჩვენს კითხვებს დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე პასუხებდნენ. პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე შემოგვიერთდა. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი იყო . პირდაპირ ეთერში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი ჩაგვერთო.
საპროტესტო აქციები და ხელისუფლების ქმედებები. რატომ ჩაერთო პოლიტიკურინ პარტიების ნაწილი აქციებში, ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლების ნაბიჯები?- ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი გადაცემის სტუმრები,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე იყვნენ. პირდაპი ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაგვერთო.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე სისტემის წინააღმდეგ. როგორ ვითარდება მოვლენები მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენის შემდეგ და რატომ გამოვიდა ქუჩაში საზოგადოება შვილმკვდარი მამის დაძახებაზე, რატომ გადადგა ქვეყნის პირველი პროკურორი თანამდებობიდან, რას დაპირდა ზაზა სალარიძეს საქართველოს პრემიერი და დღევანდელი განცხადებით აღიარა თუ არა სისტემური ხარვეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა?- გადაცემის პირველ ნაწილში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ანა ბერძენიშვილი და ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი სუბრობდნენ პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს კითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩეტია პასუხობდა. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე ჩაერთო.
„იაფი სახლიდან“ „ ხელმისაწვდომ საცხოვრისამდე“- რა გზა გაიარა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებამ -ამ თემაზე აჭარის მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი კობა ჩხეიძე საუბრობს. პირდაპირ ეთერში „საერთასორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენელი ნათია ზოიძე ჩაერთო.
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • ...
  • 32
  • 33
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა