

„მოქალაქე 360°“ არის საგანმანათლებლო-შემეცნებითი სატელევიზიო პოდკასტი, რომელიც ეხმიანება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ, სოციალურ, ისტორიულ და კულტურულ საკითხებს.
გადაცემის მთავარი თემებია კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატია, მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეროვნული ღირებულებები და თანამედროვე საზოგადოებრივი გამოწვევები.
„მოქალაქე 360°“-ის მიზანია სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაგებად წარმოჩენა და თავისუფალი, არგუმენტირებული მსჯელობის ხელშეწყობა.
თითოეულ ეპიზოდში წამყვანი მეცნიერებთან, დარგის სპეციალისტებთან და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს კონკრეტულ საკითხს, მის ისტორიულ საფუძვლებს, არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს.
პროექტის ავტორი და წამყვანი: ნიკოლოზ მეგრელიშვილი