მაშავი-ს სასწავლო კურსი სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის
# კონტაქტი
ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს ეთმობა.
რამდენიმე დღის წინ, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდნენ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს -მაშავი-ს სასწავლო კურსის მონაწილეები.“ ბოსტნეულის ინტენსიური წარმოება“-ასე ეწოდება აღნიშნულ სასწავლო კურსს. იგი სპეციალურად საქართველოში მაშავ-ის პარტნიორი ორგანიზაციების ბენეფიციარებისთვის შეიქმნა . პანდემიის გამო დროებით შეჩერებული სასწავლო პროცესი ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებით განახლდა.
დღევანდელი, 28 ივლისის გადაცემაში ისრაელში მიღებულ გამოცდილებაზე და გამოყენების პერსპექტივაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ მაშავი-ს სასწავლო კურსის მონაწილეები:USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის კოორდინატორი მამუკა თურმანიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე.