კლასიკა „ფმ ფანტაზიების“ ეთერში

03 ოქტომბერი 2021, 15:54 3316 ნახვა

კლასიკა „ფმ ფანტაზიების“ ეთერში

კლასიკა „ფმ ფანტაზიების“ ეთერში. თითოეული ამ კომპოზიციებიდან იმდენად უნიკალურია, რომ ერთმანეთთან შედარება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ის მუსიკაა, კარგა ხნის წინ ისტორიად რომ იქცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მჭიდროდაა გადახლართული თანამედროვეობასთან. ამ გადაცემაში გაიჟღერებს მარადიული ნაწარმოებები, ფიზიკურად შეუძლებელია ერთი გადაცემის ფორმატში თითოეულის სრულყოფილად დახასიათება, თუმცა მოკლედ მაინც აგიღწერთ, რადგან ზოგჯერ შედევრს ისე ვერ ჩაწვდებით, ვერ გავითავისებთ და სრულფასოვნად ვერ შევაფასებთ, თუკი არ გვეცოდინება მისი შექმნის პრეისტორია... სხვადასხვა ეპოქის 15 კომპოზიტორის მარადიული ქმნილებები - ამ უკიდეგანო მუსიკის სამყაროში ჩაღრმავების საწყის საფეხურებად იქცევიან.