ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და სამეცნიეო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტები

01 ნოემბერი 2021, 17:11 13296 ნახვა

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და სამეცნიეო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტები

# კონტაქტი

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია საქართველოში. იგი სამართალმემკვიდრეა 1958 წელს შექმნილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის. 2011 წლიდან კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია.

ამჟამად ინსტიტუტის განკარგულებაშია მდიდარი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა: ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ისტორია, ფოლკლორი, ემიგრანტული ლიტერატურის კვლევა და დიალექტოლოგია, ზეპირსიტყვიერება, ეკონომიკა, სოციოლოგია. ეს დარგები შეისწავლებოდა და შეისწავლება დღესაც, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით ისტორიის დოქტორი როინ მალაყმაძე აირჩია.

როგორია მისი სამოქმედო გეგმა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რა იქნება პრიორიტეტული - ამაზე დღევანდელი, 1 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე.