,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“

27 დეკემბერი 2021, 17:11 16013 ნახვა

,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“

# კონტაქტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, რამდენიმე დღის წინგაიმართა ღონისძიება ,,წლის საუკეთესო მიღწევა“, რომლის ფარგლებშიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა მოახდინეს 2021 წლის მნიშვნელოვანი მიღწევების პრეზენტაცია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა ირინე ვარშალომიძემ და ნინო ძნელაძემ აღნიშნულ ღონისძიებაზე წარადგინეს ,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“. ნაშრომი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

როგორ დაიბადა მონეტების კატალოგის შექმნის იდეა, ვისთვისაა განკუთვნილი და რა ინფორმაციას შეიცავს -ამაზე დღევანდელი, 27 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ირინე ვარშალომიძე, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, ისტორიის აკადემიური დოქტორი და ნინო ძნელაძე, სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი.