სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

26 იანვარი 2022, 17:10 15062 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

# კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში გაწერილია საკითხები, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისთვის და ტყის მდგრადი მართვისთვის. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამი პროგრამისა და ოთხი ქვეპროგრამის განხორციელება.

მათ შორის ერთ-ერთია "სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის"ქვეპროგრამა, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. აღნიშნულ ქვეპროგრამაზე განაცხადების მიღება 15 იანვარს დაიწყო და თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

დღევანდელი, 26 იანვრის გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე.