სეზონური გრიპი, მკურნალობა , პრევენცია
# „კონტაქტი“
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
სეზონური გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ვირუსული ინფექციაა,რომელსაც ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. იგი შემოდგომის ბოლოს იწყებს ცირკულირებას და მომდევნო წლის მეოცე კვირის ჩათვლით გრძელდება.პიკი დეკემბერ-თებერვალზე მოდის.
მედიკოსების თქმით რისკების აცილება შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებებით.
დღევანდელი, 6 დეკემბრის გადაცემაში სეზონური გრიპის სიმპტომებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი-ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე.