აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატება
# „კონტაქტი“
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, რომელიც ეტაპობრივად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავდა, დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მირანდა ბაღდადიშვილისა და შალვა გოგუაძის ხელმძღვანელობით , ქორეოგრაფიაში გამარჯვებულის დიპლომი და მედალი მოიპოვა.
დღევანდელი, 9 დეკემბრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის „სტუდიის სტუმრები იყვნენ:
მირანდა ბაღდადიშვილი-ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ბათუმის" ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
შალვა გოგუაძე- ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ბათუმის" მთავარი ქორეოგრაფი,ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.