დილის რადიო

26 დეკემბერი 2022, 10:24 4371 ნახვა

დილის რადიო

26  დეკემბერი 2022 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად  

ზუგდიდში გამართულ საშობაო ტურნირზე აჭარის კარატეს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. როგორ ჩაიარა ტურნირმა და როგორი იყო 2022 წელი აჭარის კარატეს ფედერაციისთვის ?

რუბრიკის სტუმრები გოჩა სურმანიძე - აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს კარატეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ანდრია ცივაძე - კარატისტი

გუშინ ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საზეიმო კონცერტი გაიმართა. 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანი სხვადასხვა ღონისძიებას- მუსიკალურ წარმოდგენებსა და გასართობ პროგრამებს უმასპინძლებს . ამ თემაზე სასაუბროდ დილის რადიოს სტუმარი იყო ირაკლი შაფათავა-ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი

რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერიამ წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვა, შერჩევის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა პროფესიული წარმატებები და ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი

დილის რადიოს სტუმარია ვახტანგ გორდაძე - ნომინაციაში „დიდოსტატი'" გამარჯვებული, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი