25 დეკემბერი 2022, 16:14 2226 ნახვა

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები 2023

2023 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის განკუთვნილი დაფინანსება მცირდება - ნიშნავს თუ არა ეს პრიორიტეტების ცვლილებას და რას მოხმარდება დამატებით მოძიებული 4.6 მილიონი ლარი - კითხვებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე პასუხობს.

 2023 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 253 ათასი ლარით იზრდება, სოციალური პროგრამების კი 166 ათასი ლარით მცირდება - რამ განაპირობა აღნიშნული და მოახდენს თუ არა გავლენას ცვლილება რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობაზე - კითხვებს შუახევის მერი ომარ ტაკიძე პასუხობს.

 2023 წელს ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარი იქნება, რაც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტია - რას მოხმარდება აღნიშნული სახსრები და რატომ საუბრობენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის შედგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებ ჩართულობაზე - კითხვებს ქედის მერი როლანდ ბერიძე პასუხობს.