ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

07 თებერვალი 2023, 17:18 5058 ნახვა

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 7 თებერვლის გადაცემა დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს, რომელთა მიზანი გადამდები და არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობა/სიკვდილიანობის შემცირება და მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის ფინანსური გარანტიების შექმნაა . ასევე ვისაუბრეთ ჯანმრთელობის საფრთხეებზე დროულ რეაგირებასა და პრევენციაზე საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.