"მშობელთა სკოლა"
# „კონტაქტი“
სამშაბათობით „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
დღევანდელი, 7 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საპილოტე პროგრამაზე „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“ . პროგრამის
ფარგლებში მომავალი მშობლები მიიღებენ
ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება ორსულობის უსაფრთხოდ წარმართვასა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, ექიმი- ფსიქოლოგი ნანი მელიქაძე და ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე.