დილის რადიო

30 მარტი 2023, 10:35 4382 ნახვა

დილის რადიო

30  მარტი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ქართულ ჭიდაობაში ქედის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ 18 წელი და ზევით (დიდები) სპორტსმენთა შორის აჭარის პირად პირველობას უმასპინძლა. რა შედეგებით დასრულდა შეჯიბრება და როგორია წლის კალენდარი ?

რუბრიკის სტუმარი ჯემალ წულუკიძე- აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“ დღეს ეთმობა „Pink Turns Blue“ -ს , რომელმაც “ Orden Records“-ის მეშვეობით გამოუშვა თავისი ახალი ალბომი „Tainted“ (ბინძური),ასევეწარადგინა თავისი ახალი ვიდეო “‘Not Even Trying‘”(არც კი ვცდილობთ) - გლოვა მომაკვდავ პლანეტაზე. ჯგუფი „Pink Turns Blue“ 9 აპრილს პირველად ეწვევა თბილისს.

საგრანტო კონკურსი: "შესაძლებლობები სოციალური საწარმოებისთვის|" სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს მრავალ ქვეყანაში, არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი . ცალსახაა, რომ მეწარმის იდეა ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული სოციალურ ღირებულებებთან და პრობლემებთან. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მეწარმეობა საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის ახლებური მეთოდია, რომლის შედეგებიც გრძელვადიანი და მდგრადია.

დილის რადიოს სტუმარი: ანა ილურიძე-საქართველოს სტრატეგიული განვითარების და კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის გრანტების და პორტფელის მენეჯერი (სატელეფონო)