აჭარის მეღვინეების კლასტერი
# „კონტაქტი“
ხუთშაბათობით „კონტაქტი“ აქტუალურ პროგრამას ან პროექტს ეთმობა.
დღევანდელი, 13 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტზე "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის." პროექტს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დემოკრატიის ინსტიტუტთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აჭარის მეღვინეების კლასტერი შეიქმნება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ალექსანდრე ლორთქიფანიძე-დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, ეკატერინე თარგამაძე - ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით , ვაჟა დავითაძე - მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის დამფუძნებელი.