#პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში # "მე და ევროპა"-კინოჩვენება "აპოლოში"

08 მაისი 2023, 17:03 5060 ნახვა

#პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში # "მე და ევროპა"-კინოჩვენება "აპოლოში"

# „კონტაქტი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დასი ფრანგი დრამატურგის პიერ შენოს პიესის მიხედვით დადგმულ ორმოქმედებიან სპექტაკლზე „მილიონერის ანდერძი „ მუშაობს. პრემიერა 13 - 14 მაისს გაიმართება.დღევანდელი, 8 მაისის გადაცემის პირველი ნაწილი ამ თემას დაეთმო. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ სპექტაკლის რეჟისორი მალხაზ ასლამაზაშვილი და მსახიობი ქეთი ბარამიძე .

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო კინოჩვენებას "აპოლოში". 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართება ფილმის „მე და ევროპა“ ჩვენება.კინოჩვენების ორგანიზატორები არიან საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF და საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაცია "TIP".

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო BIAFF-ის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.