დილის რადიო

09 მაისი 2023, 10:20 3282 ნახვა

დილის რადიო

9  მაისი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ -#დღეს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა. ხშირად 9 მაისი საბჭოთა კავშირის დიდებასთან ასოცირდება, თუმცა ეს არის მთელი მსოფლიოს გამარჯვება

#.ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

დღის კალენდარი 

როცა გილესპი ჰავანას ეწვია --ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი"

დღეს ევროპის დღეა 

1950 წლის 9 მაისიდან იწყება ევროპული ინტეგრაციის პროცესი, როცა რობერ შუმანმა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ განაცხადა , რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ.ევროპის დღეს  ჩვენი ქვეყანა ევროპული პერსპექტივით ხვდება , შეწდეგი ეტაპია -კანდიდატის სტატუსი

დილის რადიოს სტუმრები: ლაშა ბაჟუნაიშვილი და ირაკლი გორგილაძე-ბსუ-ს ასოცირებული პროფესორები. 11 მაისს ევროპის კვირეულის ფარგლებში ბსუ-ში გაიმართება მათი წიგნის „ევროპული ერთობა, იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია"  პრეზენტაცია