დილის რადიო

31 მაისი 2023, 11:07 2221 ნახვა

დილის რადიო

31  მაისი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად რუმინეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა 8 ოქროს , 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რა თქმა უნდა, ამ შედეგებით საქართველოს ნაკრები გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა.

დილის რადიოს სტუმრები: რატი ხოზრევანიძე და ანრი ფუტკარაძე - რუმინეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები

მიმბაძველობა ბავშვებში - დღეს ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია -მშობელი“

1 ივნისი ავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხვალ ამ დღისადმი მიძღვნილი თემატურად მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება

დილის რადიოს სტუმარი : ირაკლი შაფათავა -ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი

თამარ მეფესთან დაკავშირებული ტოპონიმები აჭარაში -ამ თემას დაეთმობა დღეს თამარ ორაგველიძის რუბრიკა „ბათუმური დღიურები“

31 მაისი თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეა ამ დღის მიზანია თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის შესახებ და თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დილის რადიოს სტუმარი: ია ჩხაიძე- აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის განყოფილების უფროსი