დილის რადიო

27 ოქტომბერი 2023, 10:32 1488 ნახვა

დილის რადიო

27  ოქტომბერი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

დღეს, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

27 ოქტომბრით კიდევ არაერთი ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული, დღის კალენდარი "დილის რადიოში"

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

„სადაც სახლი გელოდება“ აჭარის მწერალთა სახლში დღეს წიგნის წარდგენა გაიმართება

დილის რადიოს სტუმარი: მწერალი ბელა ალანია-იდეის ავტორი და ორგანიზატორი

ლენა ჭაღალიძის რუბრიკა „მოკლე ისტორიები“ დღეს ფლორისტ დონარი კაკაბაძეს დაეთმობა

აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე

რადიო "აჭარის" ოქროს ფონდი -ხმოვანი მატიანე

დილის რადიოს სტუმარი:ხათუნა ბერიძე -აუდიო ფონდის ფონოთეკარი

 რუბრიკა „ იმოგზაურე საქართველოში“  უფლისციხეში გეპატიჟებათ