ქარსაფარი ზოლების ფუნქცია და მისი აღდგენის საჭიროება

13 ნოემბერი 2023, 20:48 2420 ნახვა

ქარსაფარი ზოლების ფუნქცია და მისი აღდგენის საჭიროება

21- საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება...

სწორედ ამიტომ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, ქარსაფარი ზოლების არა მარტო განადგურებული, ასევე ნაწილობრივ დაზიანებული ტერიტორიებიც.

ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე გვპასუხობს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროოვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი მიშელაძე.