დილის რადიო

14 ნოემბერი 2023, 10:32 1988 ნახვა

დილის რადიო

14  ნოემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

დღის კალენდარი-14 ნოემბრით  დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ RIZIN-ის ორგანიზაციაში შოთა ბეთლემიძემ პორტუგალიელი მეტოქე კვენტინ დომინგოსი დაამარცხა. რა გეგმები აქვს ქართველ მებრძოლს და როგორ ვითარდება შერეული ორთაბრძოლები საქართველოში ? დილის რადიოს სტუმარი შოთა ბეთლემიძე - შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს რამდენიმე ცნობილი ფერწერული ტილოს შესახებ მოგიყვებით

დღეს სამშაბათია და ტრადიციულად შემოგთავაზებთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ რუბრიკის სტუმარია: კახაბერ ჩაკვეტაძე-ისტორიის მენტორი მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატი 

დღეს გამოჩენილი ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესსეისტის მურმან ლებანიძის დაბადებიდან 101 წელი შესრულდა. მურმან ლებანიძე ერთ-ერთი იყო XX საუკუნის იმ შემოქმედთაგან,რომლებიც ხალხის უსაზღვრო სიყვარულით სარგებლობდნენ და რომელთა წიგნებიც დახლზე არ ჩერდებოდა.. მკითხველთან შეხვედრა მურმან ლებანიძეს უდიდეს სიამოვნებს გვრიდა. ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში, დღეს ოქროს ფონდში დაცულ ,ბათუმში გაკეთებულ ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ

დღეს დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ეს დღე 1991 წლიდან აღინიშნება

დილის რადიოს სტუმარი: ინგა აბესაძე - ექიმი ენდოკრინოლოგი , მედიცინის დოქტორი

წარსულის კვლევა და ექსპერიმენტები კამაე აიეუას ალბომში - Jazz codes -ამ თემას დაეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“ 

კობა ამინდის პროგნოზი