დილის რადიო

24 ნოემბერი 2023, 10:28 1671 ნახვა

დილის რადიო

24  ნოემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

ინფორმაციები, რომელიც დღის დაგეგმვაში დაგეხმარებათ (აფიშა)

ვისაუბრებთ იმ მოვლენებსა და ფაქტებზე, რომელიც 24 ნოემბრითაა დათარიღებული დღეს შავი პარასკევია, ამერიკაში ამ დღეს არის პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი ყველაზე მიზერულ ფასად.ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ამ პრაქტიკას ევროპის ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ. ეს პრაქტიკა თანდათან იკიდებს ფეხს საქართველოშიც. 25 ნოემბრით არაერთი ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული. დღეს ფრედ მერკურის გარდაცვალებიდან 32 წელი გავიდა

დღევანდელ გადაცემაშიც დიდი დოზით იქნება წარმოდგენილი სპორტის სიახლეები , რომელსაც სეო წილოსანი გაგვაცნობს 

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი , ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ - დღეს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პრემიერა შედგება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით

დილის რადიოს სტუმარი : ხათუნა მანაგაძე-მუსიკოლოგიის დოქტორი, პროექტის „მოგზაურობა ოპერის სამყაროში“ ხელმძღვანელი 

ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „მოკლე ისტორიები“ ნატო ფოცხიშვილს შეხვდებით. ხვალ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მისი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. მხატვარი წარმოადგენს ნამუშევრებს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების დროს შექმნა. ამ პერიოდში, მის ცხოვრებაში შემოქმედებითი გარდატეხა მოხდა და მან პირველად აიღო ფუნჯი ხელში.

სოფლის ტურიზმის ფეტივალი „განდაგანა“ 2023

დილის_რადიოს სტუმარი: ლელა გოგუაძე - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი

რუბრიკაში რადიო აჭარის ოქროს ფონდი პოეტ ანა კალანდაძის ხმის ჩანაწერს მოისმენთ

საყმაწვილო, სასკოლო დასების მესამე თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი"

დილის რადიოს სტუმრები : გია კიტია-რეჟისორი, „პირველი ავტოგრაფის“ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და მარიამ ხუჯაძე-თანატოლი ჟიური 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად  

ამინდი