დილის რადიო

12 დეკემბერი 2023, 10:27 1507 ნახვა

დილის რადიო

12  დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

12 დეკემბრით დათარიღებული  საინტერესო ფაქტები და  და მოვლენები -დღეს 10 წელი გავიდა ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებიდან. 1915 :წლის 12 დეკემბერს დაიბადა ფრენკ სინატრა - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და შოუმენი, დღეს ნორვეგიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის ედვარდ მუნკის დაბადების დღეა რუბრიკა "მუზეუმი" დღეს დაეთმობა ხელოვანის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს სახელწოდებით "კივილი"

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართულ ''ბალკანეთის თასსზე'' ბათუმელმა ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორ წარიმართა ჩემპიონატი და როგორ მიმდინარეობს მუშაობა ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაზე?

დილის რადიოს სტუმარი: ზურაბ კინწურაშვილი - ტაეკვონდოისტი 

„წყაროთული ამბები“

დილის რადიოს სტუმარი: ვახტანგ გოგრაჭაძე-წიგნის ავტორი

სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“ შეხვდებით თადეოზ ბოლქვაძეს-ახალშენის ფერისცვალების ტაძრის მგალობელ - მედავითნეს, ძველი ხელნაწერების და აღაპ მოსახსენებლების მკვლევარს

ნესტორ მალაზონია , პოეტი, ვისი შემოქმედების მუზაც აჭარა იყო. დღეს ნესტორ მალაზონიას დაბადებიდან 131 წელი შესრულდა. „სიყვარულის რამაშა" -ასე ეწოდება ლექსს, რომელიც ნესტორ მალაზონიამ 1971 წელს რადიო აჭარის სტუდიაში წაიკითხა . დღეს სწორედ ამ ჩანაწერს მოვისმენთ რადიო "აჭარის" ოქროს ფონდიდან

წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხელოვანები დააჯილდოვა. ნომინაციაში „წლის ახალგაზრდა ხელოვანი ‘ გამარჯვებული ნიჭიერი პიანისტი ბაჩი მიქელაძეა

დილის რადიოს სტუმრები: ბაჩი მიქელაძე და მისი პედაგოგი ნატო ორაგველიძე- რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი

ელვისის გამოჩენა და მშობლების თაობის შოკი -ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა“ არტფაილი“

ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად