ბერნის კონვენცია, ზურმუხტის ქსელი და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულები

15 იანვარი 2024, 22:44 2726 ნახვა

ბერნის კონვენცია, ზურმუხტის ქსელი და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულები

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 43- სხდომა ჩატარდა. სხდომის მონაწილეებმა, უკვე მესამედ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს.

ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს  საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი გვპასუხობს დასმულ კითხვებზე.