დილის რადიო

17 იანვარი 2024, 10:35 1257 ნახვა

დილის რადიო

17 იანვარი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად 

17 იანვრით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

თამთა სულაბერიძის რუბრიკა პროფესია მშობელი დღეს დაეთმობა თემას- როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის კრეატიულობის, შემოქმედებითი უნარების გაღვივებას?

რუბრიკის სტუმარი იქნება ბავშვთა ფსიქოლოგი მელანო მახარაძე 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად,- ინფორმაციები

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „სამოქალაქო აქტივიზმის“ ონლაინ სასწავლო კურსზე "

დილის რადიოს" სტუმარი- გიორგი მელაძე - სამოქალაქო აქტივიზმის კურსის წამყვანი ლექტორი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროგრამები

დილის რადიოს სტუმარი -თამარ ორაგველიძე - ბათუმის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის სამსახურის უფროსი

რადიო აჭარის ოქროს ფონდი -დღეს ვერიკო ანჯაფარიძეს გავიხსენებთ. გენიალური მსახიობის შემოქმედებითი მემკვიდრეობა , მისი განუმეორებელი ეკრანული სახეები ისევ და ისევ აღაფრთოვანებს მაყურებელს. ქალბატონი ვერიკო მხატვრული კითხვის გამორჩეული ოსტატიც იყო. ახლა მისი კითხვით მოისმენთ გრიგოლ ორბელიანის „მუხამბაზს“. ჩანაწერი გაკეთებულია 1977 წელს ბათუმში.

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნა!

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კონკურსის „სეზონის საუკეთესო სცენური ნამუშევრები“ გამარჯვებულები გამოავლინა 

დილის რადიოს სტუმარი:

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მარინა ბურდული-ნომინაციაში „თეატრალური სეზონის ქალის საუკეთესო როლი“ გამარჯვებული , რომელმაც ჯილდო მიიღო ზუგდიდის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში „ღამე მშვიდობისა დედა“ შესრულებული როლისთვის

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად,- ინფორმაციები 

ამინდი