დილის რადიო

30 იანვარი 2024, 10:24 2038 ნახვა

დილის რადიო

30 იანვარი    2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

30 იანვრით არაერთი ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული , მათგან რამდენიმეზე ვრცლად ვისაუბრებთ

რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ვერიკო ანჯაფარიძეს გავიხსენებთ, ხელოვანს, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელად ითვლება და ასევე , მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთ შემქმნელად. ის იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი. საინტერესო შემოქმედებითი მოგონებები აკავშირებდა ბათუმთან, დღეს ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან 37 წელი გავიდა,

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. სქართველოს ნაკრების შემადგენლობაში წარმატებულად იასპარეზეს აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებმაც. როგორ ჩაიარა ტურნირმა და როგორია გზა ოლიმპიადამდე ? დილის რადიოს სტუმარი: ანზორ ლაზიშვილი - აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

დღეს სამშაბათია და ტრადივიულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ რუბრიკის სტუმარია პედაგოგი გიორგი ქავთარაძე 

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტები

დილის რადიოს სტუმარი: სალომე მშვენიერაძე - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის წარმომადგენელი

დილის რადიოს სტუმარი: ჩვენი თანაქალაქელი , პიანისტი მარიამ მიქელთაძე , რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა და ამჟამად ესტონეთში მაგისტრატურაზე სწავლობს ტალინის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში

როგორ შეიქმნა ყველაზე პოპულარული სიმღერა თბილისზე - ამ თემას ეთმობა გიორგი_ლორიას რუბრიკა „Art-ფაილი“