„როლინგ სთოუნის“ 100 საუკეთესო კომპოზიცია

21 იანვარი 2024, 13:51 386 ნახვა

„როლინგ სთოუნის“ 100 საუკეთესო კომპოზიცია

რა ხდებოდა მუსიკაში გასულ წელს? საიდან გაჩნდნენ 2023-ით დათარიღებული სიმღერები? რამ განაპირობა მათი შექმნა? ჩვენმა საჭიროებებმა, სურვილებმა თუ განწყობამ, სინანულმა თუ ბრაზმა, პლანეტაზე მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტმა თუ შემრიგებლობამ? შესაძლოა თუ არა, რომ 2024-ის ახალი კომპოზიციები, გასული წლის ჩანაწერებმა განსაზღვრონ?

„რადიო აჭარის“ ეთერში პროექტ „FM ფანტაზიებში“ კლებადი მიმდევრობით, წარმოგიდგენთ, კულტურის შესახებ მსოფლიოს წამყვანი პუბლიკაციის „როლინგ სთოუნის“ მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი რეიტინგის თანახმად, 2023 წლის 100 საუკეთესო კომპოზიციას.