დილის რადიო

01 აპრილი 2024, 10:22 775 ნახვა

დილის რადიო

1 აპრილი , 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს პირველი აპრილია-ეს დღე სიცილთან იუმორთან და კარგ განწყობასთან ასოცირდება . ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ , თუმცა ბევრი სხვა დღესასწაულისგან განსხვავებით -1 აპრილი უქმედ გამოცხადებული არ არის. 

1 აპრილს არაერთი საინტერესო ტრადიცია უკავშირდება , მათ შესახებ მოგიყვებით 

ამინდის უტყუარი პროგნოზით ,კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება 

1 აპრილით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება, მათ შესახებაც ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებს ტრადიციულად სეო წილოსანი გაგვაცნობს

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ კარატეში ხელვაჩაურის ღია პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 6-დან 21 წლის ასაკამდე 200-ზე მეტი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.

#დილის რადიოს სტუმრები: გოჩა სურმანიძე - საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ანდრია ონიანი - კარატისტი , ტურნირის ჩემპიონი

#ფოტოშოპი - ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილი -ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘ რუბრიკის სტუმარი: თორნიკე მგელაძე, კომერციული ფოტოგრაფი და რეთაჩერი 

„საქრთველო“ -ასე ეწოდება სიმღერას, რომლის პრემიერა დღეს დილის რადიოს ეთერში შედგება

#დილის რადიოს სტუმარი: ირინა ხინიკაძე-სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი და შემსრულებელი, ექიმი რადიოლოგი

რუბრიკა რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი - პოეტ ნესტორ მალაზონიას ეთმობა ,. „სიყვარულის რამაშა" -ასე ეწოდება ლექსს, რომელიც 1971 წელსაა ჩაწერილი რადიო აჭარის სტუდიაში. დღეს სწორედ ამ ჩანაწერს მოვისმენთ 

„ ხარხარ SHOW’’ ანტიმოსაწყენი სანახაობა, მუსიკალურ-იუმორისტული სპექტაკლი

დილის რადიოს სტუმარი: პროექტის ავტორი კახა ფირცხალაიშვილი 

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება