დილის რადიო

05 აპრილი 2024, 11:30 1600 ნახვა

დილის რადიო

5 აპრილი   2024 წელი  

გადაცემის სრრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძე გაგვაცნობს. 

5 აპრილით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი სტუმართან ერთად შემოგვიერთდება

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ თარიღთან დაკავშირებით ბათუმში , ხვალ სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრი და საჩვენებელი პროგრამა გაიმართება.

#დილის რადიოს სტუმარი : ზურაბ ჭყონია - აჭარის სპორტის დეპარტამენტის მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსი 

#დღეს 30 წელი გავიდა ამერიკელი მუსიკოსის, ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტის, გიტარისტისა და სიმღერების ავტორის კურტ დონალდ კობეინის გარდაცვალებიდან. ის მხოლოდ 27 წლის იყო. კურტ კობეინი ახსოვთ და უყვართ, მისი შესრულება ლეგენდარული იყო.  Come As You Are - კურტ კობეინის ამ სიმღერას დაეთმობა დღეს რუბრიკა „ერთი ჰიტის ისტორია“

#დებატების ხელოვნება

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი დებატ ბანაკში მონაწილეობის მსურველებს იწვევს

#დილის რადიოს სტუმარი :პაატა მურვანიძე-ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის წარმომადგენელი 

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში მოკლე ისტორიები დღეს 12 წლის თვითნასწავლ მხატვარ თინანო ჯაფარიძეს გაიცნობთ (

#რუბრიკაში“ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ეროსი მანჯგალაძეს გავიხსენებთ, - შემოქმედს , ვისი პატარა როლებიც კი კინოსა თუ თეატრში განსაკუთრებულ ელფერით გამოირჩეოდა ეროსი მანჯგალაძეს მისი შემოქმედებითი ცხოვრება ჩვენს ქალაქთანაც აკავშირებდა . ჩანაწერი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ ბათუმშია გაკეთებული 1971 წელს 

’მუზეუმის როლი განათლებაში”

#დილის რადიოს სტუმარი : ინგა გოგიბერიძე-აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მოადგილე

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი