დილის რადიო

10 აპრილი 2024, 10:28 805 ნახვა

დილის რადიო

10 აპრილი 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. რამადან-ბაირამი იგივე ფითირ ბაირამი ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ აღინიშნება. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

გადაცემის ანონსი 

ამინდის უტყუარ პროგნოზს ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს

10 აპრილით დათარიღებული ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ბათუმელი ბოდიბილდერი გიორგი საფარიძე საერთაშორისო ტურნირ საქართველოს თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. როგორ მიდის მზადების პროცესი და როგორია მოლოდინები?

#დილის რადიოს სტუმარი: გიორგი საფარიძე - ბოდიბილდერი , საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 

#როგორ ამოვიცნოთ სტრესი ბავშვებში და როგორ ვმართოთ იგი ? -დღეს ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია -მშობელი“

#რუბრიკის სტუმარია ბავშვთა ნევროლოგი მაია ბერიძე

#თბილისში გამართული ფესტივალ -კონკურსის სპეციალური პრიზი „ბროლის ცერი“ და ახალი წარმატებების მოლოდინი

#დილის_რადიოს სტუმარი: ირმა მსხალაძე - ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი

#ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დღეს გოდერძი ტოტოჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება, უდავოდ გამორჩეულ პიროვნებას, გამორჩეულ ბათუმელს , რომელიც დააკლდა ქალაქს, დღეს მის საყვარელ მუზეუმში ბევრი ადამიანი გაიხსენებს. .დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ თამარ ორაგველიძის „ბათუმურ დღიურებს“, რომელიც გოდერძი გოტოჩავას ეთმობა და რომელიც ორი წლის წინაა მომზადებული

#რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ვასო გოძიაშვილის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ ,ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს ბათუმში ,მსახიობის საიუბილეო საღამოზე 

#პროგრამა, რომელიც საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას ითვალისწინებს

#დილის_რადიოს სტუმარი: თემურ კახიძე-აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი