დილის რადიო

20 მაისი 2024, 10:54 713 ნახვა

დილის რადიო

20 მაისი , 2024 წელი 

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

20 მაისით დათარიღებულ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს სახელით ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა. აჭარელმა მკლავჭიდელებმა საქართველოს 17 ოქროს, 13 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს. როგორ აფასებენ შედეგებს და როგორია სამომავლო გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმრები: გოჩა შავაძე - აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაკალაძე - ევროპის ჩემპიონი

#მედია მენეჯმენტი ჟურნალისტიკაში-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’. #რუბრიკის სტუმარი: ეკატერინე ფირცხალავა; ჟურნალისტი, "მთის ამბების" განვითარების მენეჯერი;

#ბათუმის დრამატულ თეატრში ხვალ, 21 მაისს პრემიერაა. მაყურებელი ამჯერად ნახავს სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“ #დილის რადიოს სტუმარი :პეტრე ჩარგეიშვილი- სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი 

#რუბრიკა „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ მსახიობს მედეა ჯაფარიძეს ეთმობა.. ბათუმი განსაკუთრებით უყვარდა და განსაკუთრებულადაც ეფერებოდა. აჭარის რადიოს მდიდარი ფონდიდან დღეს ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ- სიყვარულის ახსნის საოცარ ნიმუშს

#მუზეუმების კვირეული , რომელიც 18 მაისს-მუზეუმების საერთაშორისო დღეს დაიწყო და 24 მაისს დასრულდება

#დილის რადიოს სტუმრები: ინგა გოგიბერიძე-აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მოადგილე  და გურანდა დოლიძე -რელიგიის მუზეუმის ხელმძღვანელი

სპორტის სიახლეები 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება ----------------------