დილის რადიო

10 ივნისი 2024, 10:51 845 ნახვა

დილის რადიო

10 ივნისი , 2024 წელი

მისალმება - და გადაცემის ანონსი. 

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

#10 ივნისით დათარიღებულ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ დღეს ჰერალდიკის საერთაშორისო დღეა. დღეს 20 წელი გავიდა რეი ჩარლზის გარდაცვალებიდან  

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ბათუმმა შოტოკან კარატე დო-ში საერთაშორისო სემინარს და ტურნირს უმასპინძლა. როგორ ჩაიარა სპორტულმა ღონისძიებამ და როგორია სამომავლო გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმარი: ნოდარ ხაჯიშვილი - შოტოკან კარატე დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

#ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმები-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’. რუბრიკის სტუმარი - ანა არველაძე; პირველი ქართველი სელერი, გამყიდველი, ჩინეთის ელექტრონული კომერციის სივრცეში;

#14 ივნისს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს პრემიერაზე იწვევს, ნაჩვენები იქნებაზ სპექტაკლი "ელისი საოცრე3ბათა ქვეყანაში "

#დილის რადიოს სტუმრები : სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი- ირაკლი კიკვაძე და მსახიობი - მინდია ჩოხარაძე 1

#რუბრიკაში“ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ეროსი მანჯგალაძეს გავიხსენებთ, - შემოქმედს , ვისი პატარა როლებიც კი კინოსა თუ თეატრში განსაკუთრებულ ელფერით გამოირჩეოდა ეროსი მანჯგალაძეს მისი შემოქმედებითი ცხოვრება ჩვენს ქალაქთანაც აკავშირებდა . ჩანაწერი, რომელსაც დღეს მოისმენთ  ბათუმშია გაკეთებული 1971 წელს 

#ჩვენი რეგიონის უძველესი მონადირე-შემგროვებლების გზა-სავალის საძიებლად მალე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყება

#დილის რადიოს სტუმარი : გურამ ჩხატარაშვილი-არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბსუ-ს ასისტენტ- პროფესორი

სპორტის სიახლეები ( ინფორმაციები )

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება