დილის რადიო

17 ივნისი 2024, 10:21 770 ნახვა

დილის რადიო

17 ივნისი , 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს

#1994 წლიდან , 17 ივნისი გვალვისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. #დღეს 106 წელი გავიდა მას შემდეგ , რაც თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე პირველი ქართული ოპერა "ქრისტინე" დაიდგა.  #17 ივნისით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ხელვაჩაურის სპორტსკოლაში დასრულდა კრავ მაგაში საერთაშორისო სემინარი და კარატეში აჭარის ღია ჩემპიონატი. კრავ მაგაში სემინარს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხაელი ხელმძღვანელობდა.

#დილის რადიოს სტუმრები: გოჩა სურმანიძე -საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხაელი - კრავ მაგას მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი

#რუბრიკა „მუზეუმი“ დღეს ყველაზე ცნობილ ამერიკულ სიმბოლოს -თავისუფლების ქანდაკებას დაეთმობა . სპილენძის ქალღმერთის ქანდაკება საფრანგეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 100 წლის თავის და ორი სახელმწიფოს მეგობრობის ნიშნად აჩუქა. ფრანგების საჩუქარი ნიუ-იორკში, 1885 წლის 17 ივნისს ჩაიტანეს. ქანდაკება 350 ნაწილად იყო დაშლილი და 214 ყუთში იყო განთავსებული.

#რა გავლენა აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს HR მენეჯმენტზე- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘

#რუბრიკის სტუმარი: ნინი ჯაგიაშვილი; საგანმანათლებლო პლატფორმა "თილანსერის" ოპერაციების ხელმძღვანელი;

#დღეს რუბრიკაში „კინომუსიკა“ -ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და ინოლა გურგულიას მუსიკა

#რუბრიკა რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი - პოეტ ნესტორ მალაზონიას ეთმობა . „სიყვარულის რამაშა" -ასე ეწოდება ლექსს, რომელიც 1971 წელსაა ჩაწერილი რადიო აჭარის სტუდიაში. დღეს სწორედ ამ ჩანაწერს მოვისმენთ

# სოლო კონცერტი მშობლიურ ბათუმში

#დილის რადიოს სტუმარი: მანჰეტენის სამუსიკო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების მესამე კურსის სტუდენტი თაზო მჟავანაძე

სპორტის სიახლეები 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება