დილის რადიო

29 აპრილი 2025, 10:49 34 ნახვა

დილის რადიო

29 აპრილი სამშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფატენაძისგან გავიგებთ

სპორტის სიახლეებით სტუდიაში სეო წილოსანი შემოგვიერთდება

29 აპრილით დათარიღებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით .

#გიორგი ლორია რუბრიკაში „არტფაილი“ დიუკ ელინგტონის სვინგზე ისაუბრებს. დღეს დიუკ ელინგტონის დაბადების დღეა.

#რუბრიკა „აჭარის რადიოს ოქროს ფონდი“ გამოჩენილ ქართველ მსახიობსა და პედაგოგს, ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელს - აკაკი ხორავას დაეთმობა . დღეს მისი დაბადებიდან 130 წელი შესრულდა

#ერთი ადამიანის მიერ გამოთვლილი ორი უნიკალური სტრატეგია და ზუსტი გასროლა მიზანში, ფინანსისტი, რომლის საყვარელი საქმიანობა სნაიპერული სროლაა ... #სალომე ბეჟანიძის რუბრიკა „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს ლიბერთი ბანკის ფინანსურ დირექტორ ვატო ბაბუნაშვილს მაპინძლობს

რუბრიკაში „მუზეუმი“ ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული რამდენიმე გამორჩეული ნამუშევრის შესახებ მოგიყვებით

#,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში’’ საერთაშორისო ფესტივალზე ბულგარეთში

#დილის რადიოს სტუმრები : სპექტაკლის რეჟისორი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი და ელისის როლის შემსრულებელი - სალომე ცაგურია

#ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დღეს სოლო კონცერტით წარდგება-ინფორმაცია

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება