დილის რადიო
30 აპრილი . ოთხშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
# 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული ჯარი დაარსებიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.. #დღეს ჯაზის საერთაშორისო დღეა. ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მთავარი ქალაქი წელს აბუდაბია, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.
30 აპრილით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგივებით
#IVALUEFOOD / „მე ვუფრთხილდები საკვებს“,
ვიდეო კონკურსი მოსწავლეებისთვის/ სტუდენტებისთვის
#დილის რადიოს სტუმარი: ზვიად ელიაზიანი-საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის" თავმჯდომარე
#მონონუკლეოზი ბავშვებში --ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“ . #რუბრიკის სტუმარია პედიატრი ირინა ქოქოლაძე.
# 2025-26 სასწავლო წლის მიღება აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში #რეგისტრაცია „კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი"-ს მომზადების, მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე
#დილის_რადიოს სტუმარი: ვახტანგ ბერიძე - აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი
რუბრიკა „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“დღეს სოფიკო ჭიაურელს დაეთმობა, მსახიობს, რომელმაც განუმეორებელი სახეები შექმნა თეატრსა და კინოში . ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში. გამორჩეულად უყვარდა ეს ქალაქი. დღეს შემოგთავაზებთ ფრაგმენტს ინტერვიუსი, რომელიც ჩაწერილია 1989 წელს.
სპორტის სიახლეები სეო წილოსანისგან
ამინდის უტყუარ პროგნოზს გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ