დილის რადიო

02 მაისი 2025, 11:11 35 ნახვა

დილის რადიო

2 მაისი, პარასკევი , 2025 წელი 

გადაცემის  სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

# მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი, მწერალი, ანატომი… ალბათ, უფრო იოლია იმის ჩამოთვლა, რომელ პროფესიას არ ფლობდა ლეგენდარული ლეონარდო და ვინჩი. აღორძინების ხანის უდიდესი ხელოვანი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. #დღეს თინუსის მსოფლიო დღეა # დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ ჰარი პოტერის საერთაშორისო დღეს,. #2 მაისით კიდევ არაერთი საინტერესო ფაქტი და მ,ოვლენა თარიღდება , მათ შესახებაც მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება 

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში მოკლე ისტორიები დღეს შეხვდებით ტაეკვონდოისტ ზურა კინწურაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.

#პროექტი ჩემს გაკვეთილზე’’- აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს კონკურსი

#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსი შუშანა სურმანიძე

#რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ თეატრისა და კინოს მსახიობის, საპატიო ბათუმელის ავთანდილ მახარაძის საინტერესო მოგონებებს შემოგთავაზებთ ბათუმზე, მისი ბავშვობის და ყრმობის ქალაქზე, ადამიანებზე, რომლებმმაც ბევრი ასწავლეს , სითბო და სიყვარული გაუნაწილეს . ჩანაწერი 1987 წელსაა გაკეთებული

#ჰარი პოტერის საერთაშორისო დღე

#დილის რადიოს სტუმრები: მარი კორინთელის წიგნის კლუბის წევრები- თეკლა თარიმანაშვილი და მარიამ ჩხატარაშვილი

#3 და 4 მაისს ბათუმობის დღესასწაული გაიმართება

#დილის რადიოს სტუმარი: ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან