ბელადის მუსიკა

15 მაისი 2025, 17:57 325 ნახვა

ბელადის მუსიკა

კრისტიან სკოტის თვითპროექცია წლებთან ერთად იცვლებოდა და ფართოვდებოდა. იმავეს გზას გადიოდა მისი მუსიკაც -  იწოვდა პოსტ როკის, ჰიპ-ჰოპ კულტურისა და აფრიკული მუსიკის ცვლადებს. ასე მდიდრდებოდა სკოტის მუსიკალური პალიტრა. თუმცა, მისი მუსიკის და ფილოსოფიის უკეთ გასაგებად, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - ის ისტორიული რიტუალები და კულტურული კოდები, რაც მან გადმოიტანა თავის იდენტობასა და მუსიკაში.