დილის რადიო

12 მაისი 2025, 10:21 193 ნახვა

დილის რადიო

12 მაისი ორშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს ორშბათია. 12 მაისი საქართველოში დღევანდელი დღე უქმეა . დღეს ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე აღინიშნება . ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღეს 12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში

.ახლა კი 12 მაისის დილის გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

ფაქტები და მოვლენები, რომელიც 12 მაისითაა დათარიღებული

#სპორტული თემით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ქალთა ფრენბურთის კლუბი "ბათუმი" ეროვნული ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.ხათუნა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე ‘’თბილისი’’ მარტივად დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის ტიტულისთვის 14 მაისს ‘’ევროპის უნივერსიტეტს’’ დაუპირისპირდება. როგორი იყო გზა ფინალამდე და რა განწყობაა გუნდში ფინალის წინ ?

##დილის რადიოს სტუმრები: ხათუნა გიორგაძე - ქალთა ფრენბურთის კლუბი "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი ანკა თვაური - ქალთა ფრენბურთის კლუბი "ბათუმის" კაპიტანი

#12 მაისი —ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.

#დილის რადიოს სტუმარი : ზაზა კილაძე-თეოლოგი

რუბრიკა „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ანა კალანდაძის პოეზიას ეთმობა . მისი საოცარი შემოქმედებიდან ერთ ლექსს შემოგთავაზებთ , რომელიც ოქროს ფონდში ინახება და რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა ჩაწერილი,

რუბრიკაში „მუზეუმი“ ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული რამდენიმე გამორჩეული ნამუშევრის შესახებ მოგიყვებით

#"ინოვაციური აზროვნების ტური აჭარაში"

#დილის რადიოს სტუმარი: ქეთევან ბულისკერია- ბათუმის ტექნოპარკის ხელმძღვანელი

#Cardeal - ინოვაციური ქართული სტარტაპი ავტომანქანების იმპორტის მიმართულებით-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“# რუბრიკის სტუმარი: ზურა ბაკურიძე - კომპანია Cardeal-ის აღმასრულებელი დირექტორი;

ამინდის პროგნოზი