დილის რადიო

14 მაისი 2025, 10:24 139 ნახვა

დილის რადიო

14 მაისი . ოთხშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

 დღეს თამარობაა. 14 მაისი საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეა . ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. თამარობას გილოცავთ ახლა კი დღევანდელი გადაცემის ანონსს გაგაცნობთ 

ამინდის უტყუარი პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება

14 მაისით დათარიღბული საინტერესო და მნიშვენელოვანი ფაქტების შესახებ მოგიყვებით

სპორტის სიახლეებს, ტრადიციულად , სეო წილოსანი გაგვაცნობს 6 ტიხარი დიაპაზონები

როგორ მოვიპოვოთ ბავშვების ნდობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა“პროფესია მშობელი“დღეს ამ თემას ეთმობა . რუბრიკის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი დიანა ლორთქიფანიძე.

#თამარ მეფესთან დაკავშირებული ზემო აჭარაში შემონახული თქმულება -გადმოცემები

#დილის რადიოს სტუმარი: ნაილე მიქელაძე -ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს დაეთმობა პოეტ მამია ვარშანიძეს. ჩვენს ფონდში მისი ხმის არაერთი ჩანაწერი ინახება

# მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა #დილის რადიოს სტუმარი : სერგო ცომაია-BMC-ის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი