დილის რადიო

16 მაისი 2025, 10:26 162 ნახვა

დილის რადიო

16 მაისი პარასკევი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს 

16 მაისით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ბათუმელი მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძე დიდებში საქართველოს ჩემპიონია. თბილისმა ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა ,სადაც რაპირაში ანანომ პირველობა არავის დაუთმო. როგორია საჩემპიონო ემოციები და როგორ აფასებენ მიღწეულ შედეგებს? #დილის რადიოს სტუმრები: ანანო ჯინჭარაძე - საქართველოს ჩემპიონი თინათინ ბოლქვაძე - მწვრთვნელი 

# 16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა ცელიაკია გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. დაავადებას გენეტიკური განწყობა განსაზღვრავს. ცელიაკიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქტივობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება; რა იწვევს გლუტენზე მომატებულ მგრძნობელობას-ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“ . #რუბრიკის სტუმარია პედიატრი თანიტა კახაილიში

„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული..

რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი ‘’ დღეს ქართველი მწერლის, დრამატურგის, მთარგმნელის, რეჟისორის- რეზო თაბუკაშვილის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ 

მზადება მუზეუმების საერთაშორიოსო დღისთვის გონიო აფსაროსის არქეოლოგიურ -არქიტექტურულ კომპლექსში #დილის რადიოს სტუმრები: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოფიო სანიკიძე და რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი 

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკა „მოკლე ისტორიები“ ზაზა ხალვაშს და ბათუმის იმ იტალიურ ეზოს ეთმობა, რომელშიც რეჟისორმა თავისი ბოლო ფილმი "ლოტო" - "იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ გადაიღო. ხვალ 17 მაისს ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა. მას 68 წელი შეუსრულდებოდა

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზი კობასგან