დილის რადიო
20 მაისი , სამშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება - და გადაცემის ანონსი.
ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს
#დღეს პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ ექიმი ტრავმატოლოგები #20 მაისს მთელ მსოფლიოში მეტროლოგის დღე აღინიშნება. #20 მაისი ფუტკრების მსოფლიო დღეა. #20 მაისით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ
#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება# ფრენბურთის კლუბ “ბათუმის” ქალთა გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია,მამაკაცთა გუნდმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორ აფასებებენ შედეგებს და როგორია სამომავლო გეგმები ? #დილის რადიოს სტუმრები: ბადრი შამილაძე - ფრენბურთის კლუბ "ბათუმის" დირექტორი მანუჩარ დეკანაძე - ფრენბურთელი , ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი
#devin daniels-ის ახალი ვარსკვლავი-ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“
#კოლეჯი ,,ბლექსი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების ორ პროგრამაზე: ,,საოჯახო სასტუმროს მართვა და მომსახურება"- სწავლების ლოკაცია: შუახევი ,,ღვინის მარნის მასპინძელი”- სწავლების ლოკაცია ქედა
#დილის რადიოს სტუმარი: გიორგი ფუტკარაძე კოლეჯ ,,ბლექსის“ სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი (შუახევის მისამართზე)
#რუბრიკა „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ მსახიობს მედეა ჯაფარიძეს ეთმობა.. ბათუმი განსაკუთრებით უყვარდა და განსაკუთრებულადაც ეფერებოდა. აჭარის რადიოს მდიდარი ფონდიდან დღეს ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ- სიყვარულის ახსნის საოცარ ნიმუშს
#აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღე
#დილის რადიოს სტუმარი: რევმატოლოგი ანა წეროძე
#ადამიანს ცხოვრებისეული დევიზები არ უნდა ჰქონდეს, ყველა სიტუაციას , ცხოვრების ეტაპს სხვა დევიზი სჭირდება , ერთი დევიზით ვერ იცხოვრებ, სამყარო კომპლექსურია და კომპლექსურად უნდა მიუდგე.-ასე ფიქრობს ფილოსოფიის დოქტორი გიორგი კაპანაძე მას დღეს შეხვდებით სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“
რუბრიკა „მუზეუმი“ დღეს დაეთმობა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „მეთევზე“
ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება