# ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი

21 მაისი 2025, 19:40 128 ნახვა

# ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი

# კონტაქტი

ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიურ კამერულ გუნდს, რომელსაც მომავალ წელს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდება, დიდი წვლილი მიუძღვის რეგიონში საგუნდო -საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება- განვითარებასა და პოპულარიზაციაში.ქალთა კამერული გუნდი მართავს კონცერტებს ,მონაწილეობს ფესტივალებში და გამორჩეული რეპერტუარით და შესრულების მაღალი ხარისხით იპყრობს მსმენელს. ახლახან სოლო კონცერტით წარსდგა თბილისის საგუნდო მუსიკის მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე.

რა გამოწვევების წინაშეა ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი და რა შემოქმედებითი გეგმები აქვთ-ამაზე დღევანდელი , 21 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ზაირა ვადაჭკორია.